COVID-19 - ბოლო ცნობები

ბრიტანელმა ექიმმა ბავშვებში „ომიკრონის“ უჩვეულო სიმპტომი დაასახელა

Sputnik
თბილისი, 8 დეკემბერი − Sputnik. კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ სხვადასხვაგვარად ვლინდება ბავშვებსა და ზრდასრულებში, განუცხადა ტელეარხ Sky News-ს ბრიტანელმა ექიმმა დევიდ ლოიდმა.
მისი თქმით, კორონავირუსის ახალი შტამის ძირითადი სიმპტომები უფროსი ასაკის ადამიანებში − დაღლილობის შეგრძნება, თავის ტკივილი და მადის დაკარგვაა. რაც შეეხება ბავშვებს, გარდა ამ სიმპტომებისა, „ომიკრონი“ შესაძლოა გამონაყარის სახით გამოვლინდეს.

„ბავშვების დაახლოებით 15 პროცენტი „ომიკრონის“ შემთხვევაში გამონაყარს აწყდება − უჩვეულო გამონაყარს“, − განმარტა ექიმმა.

მისი თქმით, ზრდასრულებსა და ბავშვებში დაავადების სიმპტომებში განსხვავება სულ უფრო აშკარა ხდება. თუ მანამდე COVID-19-ით დაავადებულ არასრულწლოვნებში გამონაყარი ერთეული შემთხვევები იყო, ახლა ამ მაჩვენებელმა ბევრად მოიმატა.
COVID-19 - ბოლო ცნობები
გამოქვეყნდა „ომიკრონის“ პირველი მიკროფოტო – გადაღებულია ელექტრონული მიკროსკოპით
„ეს სიმპტომი ისეთივე მნიშვნელოვანი ხდება, როგორიც სტანდარტულად მიჩნეული ნიშნებია. „ომიკრონის“ შესახებ სულ უფრო მეტი ახალი მონაცემი ჩნდება. არსებობს იმედი, რომ ის არ იქნება ისეთივე სასიკვდილო, როგორი „დელტაა“, თუმცა, როგორც უკვე ცნობილია, ეს ვარიანტი ძალიან სწრაფად ვრცელდება. ამიტომ სიმშვიდე ნაადრევია“, − თქვა ექიმმა.
მანამდე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარია ვან კერკჰოვემ განაცხადა, რომ ახალი შტამით ინფიცირებულებს დაავადება COVID-19 ბევრად მსუბუქი ფორმით უვითარდებათ.
ამ დროისათვის „ომიკრონი“ მსოფლიოს 57 ქვეყანაშია გამოვლენილი, თუმცა სიკვდილიანობის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.