ისტორიული შანსი: სააკაშვილის მომხრეების შეთავაზება ზურაბიშვილს – ვიდეო

პრეზიდენტის რეზიდენციასთან ათონელის ქუჩაზე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა.
Sputnik
აქციის ორგანიზატორები იყვნენ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მოძრაობა „თავისუფლება სააკაშვილს“. აქცის ინიციატორი იყო „მთავარი არხის“ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი. მასში რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა.
დემონსტრანტები მოითხოვდნენ პრეზიდენტთან შეხვედრას და აცხადებდნენ, რომ ახლა ზურაბიშვილს „ისტორიული შანსი“ აქვს – სააკაშვილის შეწყალებით შეცვალოს სიტუაცია ქვეყანაში.
თუმცა პრეზიდენტმა უარი თქვა აქციის მონაწილეებთან შეხვედრაზე. მანამდე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან კატეგრიული უარი განაცხადა მესამე პრეზიდენტის შეწყალებაზე.
ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად შეეფარდა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა სისხლის სამართლის ორ საქმეზე - სანდრო გირგვლიანის მკვლელობისათვის გასამართლებული პირების შეწყალებისა და პარლამენტის დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. სასამართლო განიხილავს კიდევ სამ საქმეს, რომლებშიც სააკაშვილს ბრალდებულის სტატუსი აქვს.