COVID-19 - ბოლო ცნობები

ეპიდემიოლოგები: ინფიცირების და ლეტალობის მაღალი მაჩვენებელი შეიძლება ზამთარშიც შენარჩუნდეს

ამ დროისათვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 875.806-ს მიაღწია. ვირუსს 12.519 ადამიანი ემსხვერპლა.
Sputnik
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებისა და ლეტალობის მაღალი მაჩვენებლები, შესაძლოა, ზამთრის სეზონის განმავლობაში შენარჩუნდეს – ასეთია ეპიდემიოლოგების პროგნოზი, რომლებიც მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.
საქართველოში ბოლო პერიოდში ეპიდვითარება გაუარესებულია. ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდის ფონზე (დაახლოებით 4–6 ათასი 24 საათში) ქვეყანაში ვაქცინაცია კვლავ ნებაყოფლობითია.
COVID-19 - ბოლო ცნობები
სპეციალისტები საქართველოში ტვინდემიის გავრცელებაზე გვაფრთხილებენ
„თუ პანდემიას გრიპის ვირუსის გავრცელება დაემთხვა, ძალიან დიდი შანსია, რომ ჰოსპიტალურმა სექტორმა დატვირთვას ვერ გაუძლოს და საწოლფონდის პრობლემა შეიქმნას. შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი კოვიდ-რეგულაციების მაქსიმალური დაცვა და ვაქცინაციაა", – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ ჯავარა უგრეხელიძემ.
ზამთრის დადგომასთან ერთად ქართველი ექიმები მოსახლეობას ქვეყანაში ტვინდემიის გავრცელების შესახებ აფრთხილებენ. მათი თქმით, ვითარებას სეზონური ვირუსებისა და ახალი „ომიკრონ“ შტამის გავრცელების საფრთხეც ართულებს.
სამედიცინო ცენტრ „ჯოენის“ ეპიდემიოლოგი მაია კაშია საზოგადოებას მოუწოდებს – როგორც კორონავირუსის, ისე სეზონური გრიპის ვაქცინაცია ჩაიტარონ. მისი თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან ერთად სეზონური გრიპის აცრის ჩატარება საფრთხის შემცველი არ არის.
COVID-19 - ბოლო ცნობები
„ომიკრონის“ სიმძიმე: ჯანმოში ახალი ვარაუდები გამოითქვა
„მდგომარეობა ქვეყანაში იმდენად გაუარესებულია, რომ, სამწუხაროდ, არანაირი დადებითი დინამიკა არ შეინიშნება. საქართველოში „ომიკრონის“ შტამი, სავარაუდოდ, უახლოეს 3-4 კვირაში გამოჩნდება. არსებულ ვითარებაში კი აუცილებელია დადგენილი კოვიდ-რეგულაციების მაქსიმალური დაცვა და როგორც კორინავირუსის, ისე გრიპის ვაქცინაციის ჩატარება“, – განაცხადა კაშიამ.
გრიპის სეზონი საქართველოში, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება და პიკს დეკემბერ–იანვარში აღწევს. გრიპის ვირუსისგან თავის დაცვის პრევენციული ზომები ისეთივეა, როგორიც კორონავირუსისგან დაცვისას: ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისთვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 875.806-ს მიაღწია. ვირუსს 12.519 ადამიანი ემსხვერპლა. სულ ჩატარებულია 2,2 მლნ აცრა.