საგარეჯოში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
Sputnik
თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად საცხოვრებელი სახლის ერთ ნაწილს გაუჩნდა, მაგრამ შემდეგ სწრაფად გავრცელდა.
შემთხვევის დროს სახლში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო ერთ-ერთმა მათგანმა სახლიდან გამოსვლა ვერ შეძლო და მიღებული დამწვრობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.