ყვითელი ამბები

„ჩვენ დიდი ხნის წინ დავშორდით, თუმცა...“ – მონიკა ბელუჩი ვენსან კასელზე ალაპარაკდა

Sputnik
56 წლის მონიკა ბელუჩიმ The Sunday Times Style-ის დეკემბრის ნომერი დაამშვენა. გარდა შთამბეჭდავი ფოტოსესიისა, ერთ-ერთმა ყველაზე სასურველმა ჰოლივუდელმა ქალბატონმა ასაკის მატებაზე ისაუბრა. ინტერვიუში მონიკამ ყოფილ ქმარზე ვენსან კასელზეც ილაპარაკა.
„ვენსანმა მუსიკოსები დაიქირავა“ – ვენსან კასელის რომანტიკული სიგიჟე ტინა კუნაკისთვის

„ჩვენ დიდი ხნის წინ დავშორდით, თუმცა როდესაც შვილები გყავთ, შენ მეორე ნახევართან სამუდამოდ ხარ დაკავშირებული. ეს საოცარია, როცა მშობელი ხარ და შვილებზე, ყველაფრის მიუხედავად, ერთად ზრუნავთ“, – ამბობს მონიკა.

ვენსან კასელი განქორწინების შემდეგ, 2018 წელს ტინა კუნაკზე დაქორწინდა, მონიკა კი ახალგაზრდა მხატვარს ნიკოლას ლეფერმს ხვდებოდა. ბელუჩისა და კასელს ორი შვილი ჰყავთ.