თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. გურჯაანის პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში 41 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა 3 დეკემბერს, დაკავებულის სასამართლო პროცესის დაწყებამდე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ოჯახში ძალადობის ბრალდებით იყო დაკავებული.
წინასწარი ინფორმაციით, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. სავარაუდოდ, მას ეპილეფსიური შეტევა დაემართა. მცდელობის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი სსკ-ის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით იძიებს, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.