საქართველომ ხურმისა და კარალიოკის ექსპორტისგან 5,3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო

ქართული პროდუქციის ექსპორტი ძირითადად სომხეთში, რუსეთსა და უკრაინაში განხორციელდა.
Sputnik
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. 2021 წლის 5 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოდან 10,6 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 5,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
საქართველოდან ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი იზრდება
მიმდინარე წელს წარმოებული ხურმისა და კარალიოკის დიდი ნაწილის ექსპორტი სომხეთში (4.550 ტონა), რუსეთში (3.574 ტონა), უკრაინასა (2.262 ტონა) და თურქეთში (108 ტონა) განხორციელდა.
აღნიშნული ქვეყნების გარდა, ქართული პროდუქცია ასევე გავიდა ყაზახეთში (62 ტონა), მოლდოვასა (39 ტონა) და სხვა ქვეყნებში (10 ტონა).