მსოფლიო დღეს

რა არის მოსალოდნელი პუტინისა და ბაიდენის მოლაპარაკებებიდან

რუსეთისა და აშშ-ის ლიდერების შეხვედრა ონლაინფორმატში გაიმართება
Sputnik
თბილისი, 6 დეკემბერი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი ამერიკელი კოლეგა ჯო ბაიდენი ვიდეოშეხვედრისას განიხილავენ რუსეთის საზღვრებისკენ ნატოს გაფართოების საკითხს და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რუსეთის ლიდერის ინიციატივას.
პუტინისა და ბაიდენის მოლაპარაკებები სამშაბათს, მოსკოვის დროით 18:00 საათზე, დაცული ვიდეოკავშირის მეშვეობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარდება.
„პრეზიდენტების შეხვედრა პირდაპირი ეთერით არ გადაიცემა, საუბარი დახურული რეჟიმით წარიმართება, ნაჩვენები იქნება ონლაინ-ფორმატის შეხვედრის მხოლოდ პირველი კადრები“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
რა უნდათ ამერიკელებს პუტინისგან და რით დაემუქრებიან მას
მისი თქმით, რაიმე გარღვევა პრეზიდენტების მოლაპარაკებების შედეგად მოსალოდნელი არ არის, მაგრამ იმედი იმისა, რომ ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს აუხსნიან თავიანთ პოზიციებს გარკვეულ საჭირბოროტო საკითხებზე, არსებობს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, არ გაგვიჩნდეს რაიმე ეგზალტირებული ემოციური მოლოდინი. რაც უნდა იყოს, ორი სახელმწიფოს მეთაურები საუბრობენ“, - აღნიშნა მან.
პრესმდივნის სიტყვებით, პრეზიდენტებს ნამდვილად აქვთ განსახილველი საკითხები ჟენევის სამიტზე მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციის ნაწილში.