თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. რუსეთმა და ინდოეთმა მოუწოდეს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) წევრ ქვეყნებს, დაამყარონ კონსტრუქციული დიალოგი კონსენსუსის აღსადგენად.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის შესაბამისი ერთობლივი განცხადება რუსეთ-ინდოეთის 21-ე სამიტის — „რუსეთი-ინდოეთი: პარტნიორობა მშვიდობის, პროგრესისა და კეთილდღეობისთვის" შემდეგ კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) მხარდაჭერა და მათი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭირონ ძალისხმევასა და ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს CWC-ის მთლიანობის შენარჩუნებას. მათ მოუწოდეს CWC-ის წევრ ქვეყნებს, დაამყარონ კონსტრუქციული დიალოგი და აღადგინონ ორგანიზაციაში კონსენსუსის სულისკვეთება“, - ნათქვამია განცხადებაში.