თბილისი, 6 დეკემბერი - Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 87 წლის ქალი დაიღუპა, იუწყება „პირველი არხი“.
შემთხვევა ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი გზის გადაკვეთას ცდილობდა, როდესაც მას ჯერ ერთი ავტომანქანა დაეჯახა, შემდეგ კი მეორე. ქალი ადგილზე დაიღუპა.
მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.