თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. შერეული ორთაბრძოლების ქართველმა მებრძოლმა ლევან ჩოხელმა ანკასვილში (აშშ) გამართულიBallator MMA სერიის ტურნირი მოიგო.
ჩოხელი ბრაზილიელ ვინიშიუს დე ჰესუსს დაუპირისპირდა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო (29:28, 30:27, 30:27).
ბრძოლის დროს ჰესუსი ცდილობდა ბრძოლის პარტერში გადაყვანას, მაგრამ ჩოხელი ყოველ ჯერზე უსხლტებოდა. თავის მხრივ, ქართველმა სპორტსმენმა ბრაზილიელს მიაყენა რამდენიმე ძლიერი დარტყმა, რასაც მეტოქემ ვერ გაუძლო.
29 წლის ჩოხელს ჯამში 10 გამარჯვება და ერთი წაგება აქვს. კიდევ ერთი ბრძოლა გაუქმდა.
Bellator-თან დადებული კონტრაქტის მიხედვით, ჩოხელს კიდევ ორი ბრძოლა აქვს ჩასატარებელი და დადებითი ბალანსის შემთხვევაში ქართველ მებრძოლს კონტრაქტს გაუგრძელებენ.