სასამართლომ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულ სამ პირს პატიმრობა შეუფარდა

საქართველოს ექს-პრეზიდენტის მომხრეებს ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
Sputnik
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულ სამ პირს აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2".
დაკავებულებს ბრალად ედებათ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა, ძალადობა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა. მათ ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ორი მოქალაქე საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას დააკავეს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სააკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესის პარალელურად მიმდინარეობდა; მესამე კი – ახალციხეში მოსამართლის განჩინების საფუძველზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 15 ადამიანი დააკავეს
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციის დროს 15 ადამიანი დააკავეს. საქართველოს შსს-ს განცხადებით, საპროტესტო აქცია გასცდა მშვიდობიანი შეკრების კანონით დასაშვებ ფარგლებს, ამიტომ პოლიციას კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება მოუხდა.
აქციაზე დაკავებულთა უმრავლესობა ბრალდებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში, ხოლო სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ სამის წინააღმდეგ აღიძრა.