ყვითელი ამბები

„მეგან მარკლმა ჰარი საშინლად გამოიყენა...“ – დონალდ ტრამპის სკანდალური განცხადება

Sputnik
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მორიგი სკანდალური განცხადება გააკეთა, ამჯერად მან სამეფო ოჯახზე, მეგან მარკლსა პრინც ჰარიზე ისაუბრა. მან მეგანი დედოფლის მიმართ უპატივცემულობაში დაადანაშაულა.
ყვითელი ამბები
ცნობილი გახდა პრინცი ჰარის და მეგან მარკლის აშშ-ში გადასვლის ნამდვილი მიზეზი

„მეგან მარკლის ფანი არ ვარ. პირველი დღიდანვე არ მომწონდა. ჩემი აზრით, მარკლი ძალიან შეუსაბამოა, მან ჰარი საშინლად გამოიყენა და ჰარი ოდესმე ამას ინანებს“, – აცხადებს ტრამპი GB News-თან ინტერვიუში.

1 აპრილიდან პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა დატოვეს ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრების მოვალეობები. სექტემბერში ჰარიმ და მეგანმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას Netflix-თან და დაუბრუნეს სამეფოს 2,4 მილიონი ფუნტი, რომელიც დახარჯეს ბრიტანეთის რეზიდენციის განახლებაზე, და მიაღწიეს ფინანსურ დამოუკიდებლობას სამეფო ოჯახისგან.