თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ეუთოს მინისტერიალზე სამხრეთ კავკასიაში საქართველოს სამშვიდობო ინიციატივებზე ისაუბრა.
„ქართული მხარე მზადაა ხელი შეუწყოს სხვადასხვა ფორმატის დიალოგს საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის“, – განაცხადა ზალკალიანმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე გამოსვლისას შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად „მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის“ შექმნის წინადადებით გამოვიდა. იგი მოიცავს თბილისში მაღალი დონის მოლაპარაკებების პლატფორმის შექმნას ბაქოსა და ერევანს შორის დასავლელი პარტნიორების ჩართულობით.
ივნისის შუა რიცხვებში ქართული მხარის დახმარებით აზერბაიჯანმა სომხეთს 15 სამხედრო ტყვე გადასცა დანაღმული ველების რუკების სანაცვლოდ.