შეიძლება ვერც შენიშნოთ: ფილტვების დაზიანების ოთხი ნიშანი უსიმპტომო COVID-19-ის დროს

Sputnik
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. ზოგი უსიამოვნო შეგრძნება და გარკვეული ტიპის ხველება შესაძლოა ფილტების დაზიანებაზე მეტყველებდეს უსიმპტომოდ მიმდინარე COVID-19-ის ფონზე, აცხადებს ექიმი-პულმონოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ალექსანდრა შილოვა.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ცნობილია „ომიკრონის“ შვიდი ადრეული სიმპტომი: რით განსხვავდება ის „დელტასგან“
მისი თქმით, უსიმპტომო კორონავირუსი შესაძლოა გამოგვეპაროს, ვინაიდან მას მკაფიოდ გამოხატული კლინიკური სურათი არ ახასიათებს და ადამიანმა შეიძლება უბრალოდ უქეიფოდ იგრძნოს თავი. მიუხედავად ამისა, უსიმპტომო კორონავირუსი არანაირად არ გამორიცხვს ფილტვების დაზიანების, ანუ პნევმონიის რისკებს.
შილოვამ ჩამოთვალა ის ძირითადი ნიშნები, რომლებიც უსიმპტომო კოვიდსა და ფილტვების ანთებაზე შეიძლება მეტყველებდეს:
ხველება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არ გადის;
ქოშინი, რომელიც მწვავდება ფიზიკური დატვირთვის დროს;
მტკივნეული შეგრძნებები მკერდის არეში;
მშრალი ხველა, რომელიც არა და არ გადადის სველ ხველებაში.
როგორ გავიზომოთ სატურაცია სწორად: ექიმი ხშირ შეცდომებს ასახელებს
იმის დასადგენად, არის თუ არა ადამიანი ავად COVID-19-ის უსიმპტომო ფორმით და აქვს თუ არა პნევმონია, საჭიროა დროდადრო სატურაციის შემოწმება. ექიმის თქმით, უსიმპტომო კოვიდით ფილტვების დაზიანებამ შესაძლოა 30-40%-იც კი შეადგინოს.