საქართველოში შინაური ცხოველების უპასუხისმგებლო პატრონები დაჯარიმდებიან

საქართველოში ამოქმედდება კიდევ ერთი კანონი, რომელიც ცხოველებს დაიცავს
Sputnik
თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ცვლილებების თანახმად, შინაური ცხოველების პატრონებს, რომლებიც ცხოველებს ქუჩაში გაყრიან, დააჯარიმებენ.
ცვლილებების თანახმად, ცხოველის ბედის ანაბარა მიტოვებისთვის ფიზიკური პირი, მისი პატრონი, რომელზეც რეგისტრირებულია ეს ცხოველი, დაჯარიმდება 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 1.500 ლარით.
თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი იხურება
პატრონის მიერ ძაღლის ან კატის ხელმეორედ მიტოვების შემთხვევაში, ჯარიმა გაორმაგდება.
მიუსაფარი ცხოველების (ძაღლების და კატების) რაოდენობის მატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ისაა, რომ პატრონები მათ ქუჩაში ყრიან. ბოლო დროს გაიზარდა შემთხვევები, როდესაც პატრონები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ცხოველებზე, მათ ტოვებენ, ამის პრევენციის მექანიზმი კი არ არსებობს, აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის მონაცემებით, მხოლოდ დედაქალაქში 43 ათასამდე უპატრონო ძაღლია, კატების რაოდენობა კი უცნობია.