ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

„ცხენს მოშივდა“: კაცი სუპერმარკეტში შესვლას ცხენზე ამხედრებული ცდილობდა – ვიდეო

დაკავებულმა განაცხადა, რომ ცხენს მოშივდა და ამიტომ მასთან ერთად გადაწყვიტა მაღაზიაში შესვლა, რათა მას თავად აერჩია სასურველი პროდუქტი.
Sputnik
რუსეთში, კურსკის ოლქში 43 წლის მამაკაცი მაღაზიაში შესვლას ცხენზე ამხედრებული ცდილობდა და თან ხმალს იქნევდა, იუწყება პორტალი MVDmedia.
მიუხედავად კაზაკის მუნდირში გამოწყობილი მთვრალი მამაკაცის მცდელობისა, ცხენი სუპერმარკეტში ვერ შევიდა, ვინაიდან ცხოველი ელექტრონულმა კარმა დააფრთხო.
ადგილზე გამოცხადებულმა პოლიციამ მხედარს ჩამოქვეითება მოსთხოვა, თუმცა მან წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცველებს. საბოლოოდ მამაკაცი განყოფილებაში გადაიყვანეს.
პოლიციელების კითხვაზე, რატომ ცდილობდა სუპერმარკეტში ესოდენ უცნაური მეთოდით მოხვედრას, დაკავებულმა განაცხადა, რომ ცხენს მოშივდა და ამიტომ მასთან ერთად გადაწყვიტა მაღაზიაში შესვლა, რათა მას თავად აერჩია სასურველი პროდუქტი.
საბოლოოდ მამაკაცი ადმინისტრაციულ კანონდამრღვევთა ოთახში გაამწესეს, ცხენი სახლში გაუშვეს, ხოლო ხმალი ექსპერტიზაზე გაგზავნეს იმის დასადგენად, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს ის ცივ იარაღად.