ყვითელი ამბები

სკანდალი ბრიტანეთის სამეფო კარზე – დედოფლის ახალი გადაწყვეტილება

Sputnik
ბრიტანეთის სამეფო კარი კვლავ ყურადღების ცენტრშია. ამჯერად დედოფალმა ელისაბედ მეორემ გადაწყვიტა, სამეფო ოჯახის შესახებ შექმნილი წიგნიდან, რომელიც სამშაბათს გამოიცემა, პრინც ჰარის, მეგან მარკლის და მათი ვაჟიშვილის არჩის საერთო ფოტო ამოეღოთ.
დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ საქართველოს პატრიარქს აღსაყდრების წლისთავი მიულოცა
გამოსაცემი წიგნის თვალიერებისას დედოფალმა თავისი შვილიშვილისა და მისი ოჯახის საერთო ფოტოზე შეაჩერა ყურადღება და წარმოთქვა სიტყვები: „ვფიქრობ, ეს ფოტო არ გვჭირდება“.
სავარაუდოდ, დედოფლის ამ გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ პრინცმა ჰარიმ შობის გატარება თავის ოჯახთან ერთად კანადაში გადაწყვიტა.
რაც შეეხება პრინც ჰარის უფროს ძმას, პრინც უილიამსს, მან დედოფლის გადაწყვეტილების შესახებ ტელევიზიიდან შეიტყო, რამაც მისი აღელვება გამოიწვია. ფაქტია, ბრიტანეთის ოჯახში არსებული განხეთქილება უფრო მწვავდება და შედეგიც სახეზეა. პრინცი ჰარის და მისი ცოლ-შვილის საერთო ფოტო სამეფო ოჯახზე შექმნილი ახალ წიგნის ფურცელს აღარ დაამშვენებს.