ყვითელი ამბები

„მო­ნას­ტრი­დან გაქ­ცე­ულს ჰგავს“ – ბიბერმა დემნა გვასალიას სამოსით აჟიოტაჟი გამოიწვია

Sputnik
Balenciaga-ს ახა­ლი სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში კი­დევ ერთხელ გა­მოჩ­ნდა მომ­ღე­რა­ლი ჯას­ტინ ბი­ბე­რი, რო­მე­ლიც ბრენ­დის სა­ხეა. ჯას­ტინ­მა და ფრან­გულ­მა მო­დის სახ­ლმა „ინ­სტაგ­რამ­ზე“ ერ­თდრო­უ­ლად გა­მო­აქ­ვეყ­ნეს ერთი და იგი­ვე ფოტო.
„ეს მო­დაა, ძვირ­ფა­სო“, – წერს ბი­ბე­რი ფო­ტოს აღ­წე­რა­ში. რო­გორც ფო­ტო­ზე ხე­დავთ, ბი­ბე­რი ისეთ ტანსაცმელშია გა­მო­წყო­ბი­ლი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ჰგავს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის სა­მოს­ს.
რატომ არ დაესწრო ანუკი არეშიძე დემნა გვასალიას ჩვენებას – დიზაინერი ფოტოებს აქვეყნებს
რო­გორც ჩანს, „ბა­ლენ­სი­ა­გას“ კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რის დემ­ნა გვა­სა­ლი­ას­თვის ახალ კო­ლექ­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბის დროს შთა­გო­ნე­ბის წყა­რო სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის სა­მო­სი იყო. ჯას­ტი­ნი­სა და „ბა­ლენ­სი­ა­გას“ კო­ლა­ბო­რა­ცი­ას მასმე­დი­ა­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში კი მომ­ღე­რალს „მამა ჯას­ტი­ნი“ უწო­დეს.
„მო­ძღვა­რი მა­ღალ მო­და­ში“, „მამა ბი­ბერი“, „მო­ნას­ტრი­დან გაქ­ცე­ულს ჰგავს“, „თუ ბი­ბე­რი ბა­ლენ­სი­ა­გას ამ სა­მოს­ში მოგ­წონთ, შე­იძ­ლე­ბა ეკ­ლე­სი­ა­ში დაგ­პა­ტი­ჟოთ?", „სა­ხე­ზე ეტყო­ბა, რომ ძა­ლით ჩა­აც­ვეს“, „დემ­ნამ ყვე­ლა გა­ა­შა­ვა“, „დემ­ნა მო­ნას­ტრის­თვის ამ­ზა­დებს“, „ში­ნა­გა­ნა­დაც უნდა გქონ­დეს გა­მოვ­ლი­ლი 90-ია­ნე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს უშუ­ქო­ბა, უგა­ზო­ბა, უპუ­რო­ბა, რომ გაკ­ვდე­ბო­დეს ტან­ზე და რა­ღაც­ნა­ი­რად შენი იყოს", – ასე ეხ­მა­უ­რე­ბი­ან ფა­ნე­ბი კო­მენ­ტა­რებ­ში ჯას­ტი­ნის ახა­ლ ფო­ტოს.