ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო ის და მისი ოჯახის წევრები ხშირად ექცევიან ყურადღების ცენტრში. განსაკუთრებული ინტერესის საგანია შარლოტა ჰელენი, ჩოგბურთელის გერმანელი შეყვარებული, რომელიც საქართველოს ხშირად სტუმრობს და უკვე ბასილაშვილის ოჯახსაც იცნობს.
გერმანელი ჩოგბურთელი შარლოტა ჰელენი ჩოგბურთელმა პირველად სამშობლოში პანდემიისას ჩამოიყვანა. სპორტსმენი ქალი თვეებია უკვე აქტიურად ჩანს ბასილაშვილის ცხოვრებაში. პერიოდულად „ინსტაგრამზე“ „სთორებში“ საყვარელი მამაკაცის თამაშებიდან მოკლე ვიდეოებსაც აქვეყნებს.
მას შემდეგ, რაც ბასილაშვილის განქორწინებისა და სასამართლო დავის შესახებ ოფიციალურად გაცხადდა, მედია წერდა, რომ ნეკა დოროყაშვილმა ყოფილ ქმარს მას შედეგ უჩივლა, როდესაც გაიგო, რომ მის ცხოვრებაში ახალი ქალი გამოჩნდა.
ამჯერად წყვილი მალდივის კუნძულებზე მოგზაურობს და რომანტიკულ კადრებს ხელმომწერებსაც უზიარებს. „საოცრებაა“, „კარგ დასვენებას გისურვებთ“, „ულამაზესი წყვილი ულამაზეს ადგილას“ – წერენ „ინსტაგრამზე“.
წელიწადზე მეტია, რაც ნიკოლოზ ბასილაშვილსა და მის ყოფილ მეუღლე ნეკა დოროყაშვილს შორის სკანდალი გრძელდება. წყვილის სასამართლო პროცესი მაისის შემდეგ რამდენჯერმე გაიმართა, თუმცა საქმეზე განაჩენი ჯერჯერობით არ არის გამოტანილი.