თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. მეორე ვადით არჩეულმა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე მოადგილეები და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები წარადგინა.
თბილისის ვიცე-მერის თანამდებობას კვლავ ირაკლი ხმალაძე დაიკავებს. მერის მოადგილეების პოსტზე წარდგენილი არიან: ილია ელოშვილი, ირაკლი ბენდელიანი და ანდრია ბასილაია.
საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების პოსტებზე წარდგენილი არიან:
მერიის ადმინისტრაცია - ვლადიმერ ჭიღლაძე;
ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური - გიორგი აბუთიძე;
ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური - ვახტანგ ლომჯარია;
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური - გიგა გიგაშვილი;
კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური - ირაკლი გვილავა;
იურიდიული საქალაქო სამსახური - სერგო ბირკაძე;
ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური - გელა ჩივიაშვილი;
შესყიდვების საქალაქო სამსახური - გიორგი პაპავა;
საფინანსო საქალაქო სამსახური - გაიოზ თალაკვაძე;
უსაფრთხოების საქალაქო სამსახური - ნიკოლოზ ჭონქაძე;
მუნიციპალური ინსპექცია - კახა გულედანი.
თბილისის მერის განცხადებით, წარდგენილი კანდიდატები საკუთარი საქმის მცოდნეები არიან და ზუსტად იციან, რამხელა მნიშვნელობა აქვს თითოეული სტრუქტურის გამართულ მუშაობას.
თბილისის მთავრობას საკრებულო, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში დაამტკიცებს.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობას არ საჭიროებს ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა, რომელსაც ისევ ვიქტორ წილოსანი დაიკავებს. თბილისის განვითარების ფონდს ლევან ჯღარკავა უხელმძღვანელებს, ხოლო ქონების მართვის სააგენტოს თავმჯდომარე ისევ ირაკლი თავართქილაძე იქნება. არქიტექტურის სამსახურს თეიმურაზ ბოლოთაშვილი უხელმძღვანელებს.