COVID-19 - ბოლო ცნობები

ჯანდაცვის სამინისტრო იზიარებს საპატრიარქოს პოზიციას იძულებით ვაქცინაციასთან დაკავშირებით

ჯანდაცვის სამინისტრო, ისევე, როგორც საპატრიარქო, მიიჩნევს, რომ ადამიანს არჩევანი უნდა ჰქონდეს
Sputnik
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საპატრიარქოს პოზიციას, რომ იძულებითი ვაქცინაცია დაუშვებელია, გონივრულად მიიჩნევს.
ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ვაქცინაციის იძულების წინააღმდეგ გამოვიდა, საპატრიარქოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევნის თავისუფლება და ამ უფლებას მას უზენაესი აძლევს.
COVID-19 - ბოლო ცნობები
თბილისსა და ქუთაისში კოვიდ-პასპორტის სისტემის შემოღება გააპროტესტეს
„რაც შეეხება, საპატრიარქოს განცხადებას, ვთვლი, რომ არის ძალიან გონივრული. ის, რომ ისინი ამას არ ზღუდავენ, უკვე არის ძალიან დიდი მხარდაჭერა და დახმარება ჩვენთვის", - განაცხადა ტიკარაძემ.
ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის პანდემიის შეჩერება მხოლოდ მასობრივ ვაქცინაციას შეუძლია, მაგრამ ვაქცინაციის ტემპი ქვეყანაში ძალიან დაბალია. ამ დროისთვის აცრილია მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 35%.