COVID-19 - ბოლო ცნობები

ცნობილია „ომიკრონის“ შვიდი ადრეული სიმპტომი: რით განსხვავდება ის „დელტასგან“

Sputnik
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ თვისებებს მეცნიერები ჯერ კიდევ სწავლობენ, თუმცა ისინი უკვე აცხადებენ, რომ მისი სიმპტომები „დელტასგან“ რამდენადმე განსხვავდება, წერს ბრიტანული გამოცემა Daily Express-ი.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ჯანმო გაფრთხილებთ: „ომიკრონით“ ისინიც შეიძლება დაინფიცირდნენ, ვინც უკვე გადაიტანა COVID-19
როგორც სამხრეთ აფრიკელმა ექიმმა ანჟელიკა ქუთზიმ (მან პირველმა ატეხა განგაში ახალ შტამთან დაკავშირებით) განაცხადა BBC-სთან ინტერვიუში, „ომიკრონი“ უჩვეულო სიმპტომებით ვლინდება, რაც მან საკუთარი თვალით ნახა ინფიცირებული პაციენტების მაგალითზე.
მისი თქმით, „ომიკრონის“ ამ დროისათვის ცნობილი სიმპტომებია:
უკიდურესი დაღლილობა;
მაღალი სიცხე;
მტვრევა სხეულში;
თავის ტკივილი;
ოფლიანობა ღამით;
სურდო;
ფხაჭნის შეგრძნება ყელში.
გარდა ანჟელიკა ქუთზისა, „ომიკრონის“ აღნიშნული ნიშნები დაადასტურეს სხვა ექიმებმაც.
COVID-19 - ბოლო ცნობები
საფრთხე მაღალია: ჯანმოს ახალი განცხადება „ომიკრონთან“ დაკავშირებით
იოჰანესბურგელი თერაპევტის, უნბენ ფილეის თქმით, „პაციენტებს აღენიშნებოდათ ცხელება, ოფლიანობა ღამით და ძლიერი ტკივილები სხეულში“. თუმცა პაციენტებს არ ახველებდათ გამუდმებით და არ დაუკარგავთ ყნოსვა თუ გემო.
გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ექიმ ქუთზის პირველადი დაკვირვებები მხოლოდ მცირე რაოდენობის შემთხვევებს ეყრდნობა.