COVID-19 - ბოლო ცნობები

ციციშვილის კლინიკაში მოთავსებული 90 არასრულწლოვნიდან 13-ის მდგომარეობა კრიტიკულია

ეპიდემიოლოგები აღნიშნავენ, რომ ბავშვების დაცვის ერთადერთი შესაძლებლობა მშობლებისა და ოჯახის წევრების ვაქცინაციაა.
Sputnik
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. ბოლო მონაცემებით, ციციშვილის სამედიცინო დაწესებულებაში 90 კოვიდინფიცირებული ბავშვი მკურნალობს, მათგან 13-ის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა, განაცხადა ციციშვილის კლინიკის ხარისხის მართვის და პაციენტთა უსაფრთხოების სამსახურის მენეჯერმა სალომე ღამბაშიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში.
ღამბაშიძის თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში კოვიდინფიცირებული არასრულწლოვანი პაციენტების მიმართვიანობა კვლავ მაღალია.
ღამბაშიძის განცხადებით, მძიმეა ციციშვილის კლინიკაში მოთავსებული თვენახევრის ბავშვის მგომარეობაც, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„ამ ეტაპისთვის, ჩვენს დაწესებულებაში 90 ინფიცირებული ბავშვი მკურნალობს. მათგან 13 კრიტიკულია. 2 ბავშვის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, ერთი გახლავთ თვენახევრის ასაკის, ისინი მართვით სუნთქვას საჭიროებენ", - განაცხადა ღამბაშიძემ.
ეპიდემიოლოგები მშობლებს შვილების აცრისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ბავშვების დაცვის ერთადერთი შესაძლებლობა მშობლებისა და ოჯახის წევრების ვაქცინაციაა.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ჩხაიძე: ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გაორმაგებულია
საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5.050-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 845.643-ს მიაღწია.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 80 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 12.054-ს მიაღწია. ამასთან, სრულად ვაქცინირებულია 998.613 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.0%.