ცნობილმა მოდელმა და ტელეწამყვანმა ნუკი კოშკელიშვილმა „ინსტაგარამის“ „სთორიზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ტანისამოსს ალაგებს საქართველოში გასამგზავრებლად. როგორც ნუკი ამბობს, მისი ტანსაცმლის უმეტესობა ბრჭყვიალაა, თუმცა ეს ძალიან მოსწონს. „გთხოვთ, მითხარით, ვარ თუ არა ფილიპ კირკოროვი?“ – მიმართავს ნუკი საზოგადოებას.
ნუკი კოშკელიშვილი მეუღლესთან და შვილთან ერთად წლებია ამერიკაში ცხოვრობს. როგორც ჩანს, ტელეწამყვანი საქართველოში პროექტ „ნიჭიერის“ გამო ჩამოდის, რადგან ის ერთ-ერთი წამყვანია, ამავდროულად ნუკი ხშირად უქმეებს საქართველოში ატარებს, სადაც მისი ოჯახის წევრები ცხოვრობენ.
ცოტა ხნის წინ ნუკიმ საკუთარი კოსმეტიკური ხაზი გამოუშვა. ამ დროისათვის ნუკის სახელით ტუჩსაცხები, სუნამო და ტონალური გამოდის.