მსოფლიო დღეს

Moderna-ს ხელმძღვანელმა „ომიკრონის“ შტამისგან დამცავი ვაქცინის შექმნის ვადა დაასახელა

დრო დასჭირდება იმის გაგებასაც, რამდენად იმოქმედა ვირუსის მუტაციამ დღეს არსებული ვაქცინების ეფექტიანობაზე
Sputnik
თბილისი, 29 ნოემბერი - Sputnik. Moderna-ს ხელმძღვანელმა სტეფან ბანსელმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამისგან დამცავი ვაქცინის შექმნასა და დამზადებას თვეები დასჭირდება, იუწყება CNBC.
„თვეები გავა, ვიდრე „ომიკრონის“ საწინააღმდეგო სპეციალური ვაქცინის დიდი პარტიები დამზადდება“, - აღნიშნა ბანსელმა ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში.
გარდა ამისა, ბანსელმა განმარტა, რომ სულ მცირე ორი კვირა დასჭირდება იმის გარკვევას, რამდენად იმოქმედა ვირუსის მუტაციამ დღეს არსებული ვაქცინების ეფექტიანობაზე.
მსოფლიო დღეს
რა იცავს „ომიკრონისგან“: აშშ-ის მთავარი ინფექციონისტის განმარტება
ორშაბათს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტი განისაზღვრა როგორც შეშფოთების გამომწვევი.
ამ დღეებში გამოვლენილ ახალ შტამს ეწოდა ბერძნული ანბანის ასო „ომიკრონი“. მსოფლიო სამედიცინო ასოციაციის თავმჯდომარის ფრანკ ულრიხ მონტგომერის თქმით, შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ „ომიკრონი“ შეიძლება აღმოჩნდეს ებოლას ვირუსივით სახიფათო და „დელტა“ შტამივით გადამდები.