განათლებისა და კულტურის მინისტრები პარლამენტს კვირის ბოლომდე ანგარიშს წარუდგენენ

პარლამენტის რეგლამენტით, მინისტრები ერთი წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრებენ.
Sputnik
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელსა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს თეა წულუკიანს საკანონმდებლო ორგანოში ამ კვირაში მოუსმენენ, ნათქვამია პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ჩხენკელი დეპუტატების წინაშე ოთხშაბათს, 1 დეკემბერს წარდგება, ხოლო წულუკიანი – პარასკევს, 3 დეკემბერს. შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიიღეს.

„მინისტრების მოსმენა პარლამენტის რეგლამენტით მინისტრის საათის ფორმატისთვის განსაზღვრული პროცედურებით წარიმართება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, თითოეულმა მინისტრმა წელიწადში ერთხელ, მინისტრის საათის ფორმატში საკანონმდებლო ორგანოს გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიში უნდა წარუდგინოს.