მსოფლიო დღეს

გადახდილი სახურავები და ჩამოყრილი აგურები: ქარიშხალმა თურქეთში მსხვერპლი გამოიწვია

თურქეთში ძლიერი ქარიშხალი მძვინვარებს. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეორგოლები მფრინავი სახურავებითა და ბეტონის ბლოკებით
Sputnik
თბილისი, 29 ნოემბერი - Sputnik. სტამბოლში ქარიშხლის გამო 4 ადამიანი დაიღუპა, 38 დაშავდა.
Sputnik-თურქეთის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაღუპული ქალია, რომელიც ცდილობდა, ბავშვს გადაფარებოდა, როდესაც დაინახა, რომ მათ სახურავი ეცემოდა.
ძლიერმა ქარმა 33 სახლს გადახადა სახურავი, წააქცია 192 ხე და 52 შუქნიშანი. ათობით მანქანა დაზიანდა.
ცოტა ხნის წინ თურქეთის სანაპირო დაცვის სამმართველოში ძლიერი ქარის გამო ბოსფორის სრუტეში ხომალდების მოძრაობის შეჩერების შესახებ განაცხადეს.
ამავე მიზეზით Turkish Airlines-ის ექვსი თვითმფრინავი ვერ დაეშვა სტამბოლში და ანკარასა და იზმირისკენ აიღო გეზი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა სამშაბათის საღამომდე გასტანს.