მსოფლიო დღეს

„არ მივცემთ უფლებას“: ბრიტანეთი და ისრაელი თეირანის ამბიციებს ხელს შეუშლიან

Sputnik
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. დიდი ბრიტანეთი და ისრაელი „დღე და ღამე იმუშავებენ, რათა ირანს ბირთვულ ზესახელმწიფოდ გახდომის უფლება არ მისცენ, განაცხადეს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა — ელიზაბეტ ტრასმა და იაირ ლაპიდმა.
ბრიტანეთის და ისრაელის მინისტრებმა ერთობლივი სტატია გამოაქვეყნეს გაზეთ Telegraph-ში, რომელიც ძირითადად ირანის პრობლემატიკას ეძღვნება.

„ჩვენ ვიმუშავებთ 24 საათის განმავლობაში, რათა ირანის რეჟიმს ოდესმე ბირთვულ ზესახელმწიფოდ ქცევის უფლება არ მივცეთ. დრო გადის, რაც ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას აძლიერებს, რათა თეირანის ამბიციებს ხელი შევუშალოთ“, — ნათქვამია სტატიაში.

მინისტრების თქმით, ორშაბათს დიდი ბრიტანეთი და ისრაელი ხელს მოაწერენ ათწლიან ხელშეკრულებას კიბერუსაფრთხოების, ტექნოლოგიების, ვაჭრობისა და თავდაცვის შესახებ.
მსოფლიო დღეს
ჩინეთი და ირანი ერთობლივი წინააღმდეგობისთვის მზად არიან
ტრასისა და ლაპიდის სტატია ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმის აღდგენის თაობაზე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის წინ გამოქვეყნდა. 29 ნოემბერს დაწყებული რაუნდი რიგით მეშვიდე იქნება მოლაპარაკებების სტარტიდან და პირველი — ირანში პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდან.