ლაშა შავდათუაშვილმა აბუ-დაბის ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

აბუ-დაბიში გამართულ დიდი სლემის ტურნირზე შავდათუაშვილი საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი იყო
Sputnik
თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა აბუ-დაბიში (არაბეთის გაერთიანებული საამიროები) დიდი სლემის დასკვნით ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
73 კგ-მდე კატეგორიაში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში შავდათუაშვილმა სლოვენიელი მარტინ ჰოიაკი ვაზარით დაამარცხა.
ძიუდო: საქართველოს შერეულმა ნაკრებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატი მოიგო
29 წლის შავდათუაშვილისთვის ეს მედალი მეოთხე იყო სეზონში. თბილისის დიდ სლემზე მან ასევე ბრინჯაო მოიპოვა, გახდა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული, ხოლო ტოკიოს ოლიმპიადაზე მეორე ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ აბუ-დაბიში გამართულ დიდი სლემის ტურნირზე შავდათუაშვილი საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი იყო