COVID-19 - ბოლო ცნობები

ჯანმომ კორონავირუსის ომიკრონ-შტამის წარმოშობის ყველაზე რეალური ვერსია დაასახელა

ჯანმოში მიაჩნიათ, რომ „ომიკრონის“ გამოვლენა თავისი მნიშვნელობით უტოლდება ჩინეთში 2019-2020 წლებში კორონავირუსის გამოვლენას.
Sputnik
თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. ჯანმოს გააჩნია კორონავირუსის ახალი ვარიანტის - ომიკრონის წარმოშობის ჰიპოთეზა, განაცხადა მარია ვან კერკჰოვემ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გადაუდებელი დაავადებათა განყოფილების ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა Financial Times-თან საუბარში.
„უცნობია, საიდან გაჩნდა ეს შტამი, მაგრამ ერთ-ერთი განსახილველი ჰიპოთეზის თანახმად, ის შეიძლება წარმოშობილიყო დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ინფიცირებული პაციენტისგან, რომელიც სრულად ვერ გამოჯანმრთელდა ვირუსისგან და რომლის ორგანიზმშიც ვირუსი საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში მრავლდებოდა“, - ციტირებს გამოცემა კერკჰოვეს.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ცერცვაძე: კორონავირუსის ახალი შტამი არ უნდა გავრცელდეს საქართველოში
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპიკერმა ასევე მოუწოდა, არ გააკრიტიკონ სახელმწიფოები, რომლებიც აცხადებენ ახალი ვარიანტის დაფიქსირების შესახებ, და დაბალანსებული რეაგირება მოახდინონ.
„ჩვენ გვჭირდება დაბალანსებული მიდგომა რისკებთან. დელტას შტამი არსად წასულა, ხალხი მთელ მსოფლიოში იღუპება მისგან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რამდენი ადამიანია ინფიცირებული“, - დასძინა მან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) პარასკევს საგანგებო სხდომაზე აღიარა B.1.1.529 როგორც „შეშფოთების გამომწვევი" და მიანიჭა მას სახელწოდება „ომიკრონი", ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით. შაბათს საქართველოში აფრიკის რვა ქვეყნიდან ჩამოსულთათვის 14-დღიანი კარანტინი და შემდეგ PCR-ტესტირება დაწესდა.
აფრიკის შემდეგ, ომიკრონი ამ დროისთვის გამოვლინდა ჰონგ-კონგში, ისრაელში, ბელგიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, ჩეხეთსა და ავსტრიაში.
ჯანმოში ვარაუდობენ, რომ ომიკრონი სხვა შტამებთან შედარებით მეტად გადამდებია. საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი იკვლევს ახალი შტამის შესაძლებლობებს, მათ შორის ვაქცინებისადმი მედეგობას.