COVID-19 - ბოლო ცნობები

56 გარდაცვლილი: როგორი ეპიდვითარებაა საქართველოს რეგიონებში

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.333-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 838.639-ს მიაღწია.
Sputnik
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 3.333 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.333 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი სამეგრელო-ზემო სვანეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი - 617, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 302, შიდა ქართლი - 254, ქვემო ქართლი - 202, კახეთი - 178, სამცხე-ჯავახეთი - 142, აჭარა - 116, გურია - 100, მცხეთა-მთიანეთი - 64, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 25.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5.052 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 779.510-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 56 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 11.927-ს მიაღწია.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ჯანმომ კორონავირუსის ომიკრონ-შტამის წარმოშობის ყველაზე რეალური ვერსია დაასახელა
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 47.176 აქტიური შემთხვევაა.
კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.533 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.588, იმერეთში - 1.419, აჭარაში - 515.
1.649 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 363 პირი, მათგან თბილისში – 205, აჭარაში - 39, იმერეთში - 35.
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.150 ადამიანი, მათ შორის 720 - თბილისში, 247 - აჭარაში.
39.493 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 54 ადამიანი. ყველა – თბილისში.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42.112 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.333-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 838.639-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.