თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110-ე კმ მონაკვეთზე (ფარავნის უღელტეხილი) შეზღუდვები დაწესდა, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
უწყების ცნობით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
შეზღუდვა რთული მეტეოროლოგიური პირობების - ქარბუქისა და დაბალი ხილვადობის გამო დაწესდა.