ტყიბულის შახტში მიწა ჩამოიშალა: მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია

ამ დროისთვის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.
Sputnik
თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. ტყიბულში, ქვანახშირის კერძო მოპოვების კარიერში ნახშირის მასა ჩამოიშალა, ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, შემთხვევის შედეგად მიწისქვეშ ორი ადამიანია მოყოლილი და ამ დროისთვის მათი სამაშველო-სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს.
როგორც ტყიბულის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა განაცხადა, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მოქალაქეები ნახშირს უნებართვოდ, ღია კარიერის წესით მოიპოვებდნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ.