The Guardian: ტურიზმი ომალოს მივიწყებისგან იხსნის

ჟურნალისტი სტატიაში ადგილობრივების ცხოვრების წესსა და მათ მიზნებზე საუბრობს.
Sputnik
თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. The Guardian-ის ბრიტანელმა ჟურნალისტმა ნადია ბერდმა (Nadia Beard) ომალოში მიღებული შთაბეჭდილებები სტატიაში სახელწოდებით „ტურიზმი ომალოს მივიწყებისგან იხსნის“ (Tourism rescues Omalo, Georgia, from oblivion) აღწერს.
ნადია ბერდმა და ფოტოგრაფმა ტომერ იფრამ (Tomer Ifrah) საქართველოში სამი თვის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურეს. მოგზაურობის შემდეგ კი ჟურნალისტებმა საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვრცელი სტატია ფოტორეპორტაჟთან ერთად მოამზადეს.
თუშეთში ტურიზმის განვითარებაზე ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს
ჟურნალისტი მკითხველს თუშების ცხოვრებასა და წეს-ჩვეულებებზე უყვება. სტატიაში ადგილობრივები ტურიზმის მნიშვნელობასა და ეკოლოგიის დაცვაზეც საუბრობენ.
„ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ტურისტები აქ ამოდიან. ეს კარგი შანსია, გაესაუბრო უცხოელებს, ტურისტების აქ ჩამოსვლით ისინი ადგილობრივებს სამუშაოს უქმნიან. ჩვენი ბუნება ველური და ხელშეუხებელია და მინდა, უცვლელი დარჩეს“, – აცხადებს The Guardian-ის ჟურნალისტთან ინტერვიუში სტუდენტი ქეთი თავბერიძე, რომელიც მშობლიურ მხარეს ყოველ ზაფხულს სტუმრობს.
თუშეთის გზაზე მანქანა სიმაღლიდან გადავარდა – არის მსხვერპლი
ადგილობრივები ცნობილ გამოცემასთან საუბრისას ასევე აცხადებენ, რომ ტურიზმის განვითარება მომავალში სოფლის მცხოვრებლებს საშუალებას მისცემს ამ სფეროში საკუთარი შესაძლებლობები თავადაც მოსინჯონ.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, თუშეთს, კერძოდ კი ომალოს მოსახლეობისგან დაცლა ემუქრება და ამასთან დაკავშირებით ყველაზე მთავარი საკითხი რეგიონის სახიფათო გზები და უღელტეხილებია, კერძოდ კი აბანოს უღელტეხილი. ჟურნალისტი წერს, რომ ამ საკითხზე თითქმის ყველა ადგილობრივი საუბრობს.
თუშეთის გზა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა არამარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. ის გახსნილია მაისიდან ოქტომბრამდე, დანარჩენი ექვსი თვის განმავლობაში გაუვალი ხდება. ეს ერთადერთი გზაა, რომელიც თელავს მაღალმთიან ომალოსთან აკავშირებს. მისი სიგრძე 72 კილომეტრია.

რით არის ცნობილი თუშეთის ეროვნული პარკი?

2003 წელს დაფუძნებული თუშეთის ეროვნული პარკი საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე დიდი დაცული ტერიტორიაა, რომელშიც შედის ლანდშაფტური და ბუნებრივი ნაკრძალები. ტერიტორიის საერთო ფართობი 122 ათასი ჰექტარია.
ფშაველი–აბანო–ომალოს გზაზე შეზღუდვები დაწესდა
თუშეთის ბუნება ძალიან მრავალფეროვანია, აქ დაახლოებით 1062 სახეობის მცენარეს შეხვდებით. ფიჭვი ზღვის დონიდან 700-2000 მეტრის სიმაღლეზე იზრდება და ფიჭვნარის საერთო ფართობი დაახლოებით 15 ათას ჰექტარს მოიცავს. ხოლო ზღვის დონიდან 1700-2400 მეტრის სიმაღლეზე არყნარი ტყეებია.
პარკის ტერიტორიაზე, დაუზუსტებელი მონაცემებით, გავრცელებულია: ძუძუმწოვართა 60 სახეობა, 120-მდე სახეობის ფრინველი, რეპტილიების 3 სახეობა, ამფიბიების 6 და თევზის ერთი სახეობა. მსხვილჩლიქოსანი ცხოველებიდან თუშეთის ტყეებში ბინადრობს შველი და ირემი. მეზობელი დაღესტნის ტერიტორიიდან თუშეთში ხშირად გადმოდის გარეული ტახი.