COVID-19 - ბოლო ცნობები

ცერცვაძე: კორონავირუსის ახალი შტამი არ უნდა გავრცელდეს საქართველოში

შაბათს საქართველოში აფრიკის რვა ქვეყნიდან ჩამოსულთათვის 14-დღიანი კარანტინი და შემდეგ PCR-ტესტირება დაწესდა.
Sputnik
თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. ექიმებმა და ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოში არ გავრცელდეს, ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) პარასკევს საგანგებო სხდომაზე აღიარა B.1.1.529 როგორც „შეშფოთების გამომწვევი" და მიანიჭა მას სახელწოდება „ომიკრონი", ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით. შაბათს საქართველოში აფრიკის რვა ქვეყნიდან ჩამოსულთათვის 14-დღიანი კარანტინი და შემდეგ PCR-ტესტირება დაწესდა.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ომიკრონის საფრთხე: საქართველოში აფრიკის რვა ქვეყნიდან ჩამოსულთათვის ახალი წესები ამოქმედდა
„ჯერ ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული, მიუხედავად ამისა ძალიან მაღალია ამ შტამის შესაძლო გავრცელებით ჯანმოს შეშფოთება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შტამი საქართველოში არ დავუშვათ, თუ ამას ვერ ავცდებით, რაც შეიძლება გვიან, როდესაც პანდემიის ძირითად ტალღას დავძლევთ“, – განაცხადა ცერცვაძემ.
საქართველოში ეპიდემიოლოგები კორონავირუსის მეხუთე ტალღაზე საუბრობენ. საშუალოდ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 4-5 ათასი შემთხვევა და 50-70 გარდაცვალება ფიქსირდება.