ოპოზიციონერები დილიდან ყველანაირად ცდილობდნენ სხდომის ჩაშლას. მათ გამართეს აქცია შენობასთან, იყენებდნენ სასტვენებს. მომიტინგეების თქმით, ხელისუფლებას ეშინია, რომ ახალი მოწვევის საკრებულო ორჯერ არ დაამტკიცებს ბიუჯეტს. ამ შემთხვევაში, კანონის მიხედვით, უნდა დაინიშნოს საკრებულოსა და ქალაქის მერის განმეორებითი არჩევნები.
პარლამენტის დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ანი წითლიძე და სხვა ოპოზიციონერები, როლებიც საკრებულოს სხდომის ჩაშლას ცდილობდნენ, სხდომათა დარბაზიდან პოლიციამ ძალით გაიყვანა.