თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ხვალიდან, 27 ნოემბრიდან გამოიდარებს და დათბება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
რაც შეეხება მომდევნო დღეებს, 28 და 29 ნოემბერს, სინოპტიკოსების პროგნოზით, მხოლოდ მცირე ნალექი და ისიც ცალკეულ რაიონებშია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +18, +23 გრადუსამდე გათბება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +15, +20 გრადუსს მიაღწევს.
27 ნოემბრიდან გამოიდარებს თბილისშიც და ჰაერის ტემპერატურა დედაქალაქში +16, +18 გრადუსამდე მოიმატებს.