თბილისი, 26 ნოემბერი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და სომხეთის პრემიერ–მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს როგორც მშვიდობის სიმბოლო, ზეთისხილის რტოები აჩუქა, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“.
„ჩემგან მარცხნივ თქვენ ხედავთ ჩვენს საჩუქარს სომეხი და აზერბაიჯანელი მეგობრებისადმი: ზეთისხილის რტო, რომელიც მშვიდობისა და კეთილდღეობის სიმბოლოა“, – განაცხადა პუტინმა მთიანი ყარაბაღის თემაზე სამმხრივი მოლაპარაკებების შეჯამებისას.
სოჭში გამართული მოლაპარაკებების შედეგად სამი ქვეყნის ლიდერებმა ერთობლოვი განცხადება მიიღეს.