COVID-19 - ბოლო ცნობები

იაშვილის სახელობის თბილისის ბავშვთა კლინიკას „მწვანე“ სტატუსი მიენიჭა

ბავშვთა კლინიკაში თანამშრომლების 82%-ია ვაქცინირებული.
Sputnik
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. იაშვილის სახელობის თბილისის ცენტრალურ ბავშვთა საავადმყოფოს, სადაც პერსონალის 80%-ზე მეტი ვაქცინირებულია, „მწვანე ჰოსპიტლის“ სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განუცხადა.
კლინიკებისთვის „მწვანე“ სტატუსის მინიჭება 1 ივნისიდან დაიწყო. მისი მიზანია ვაქცინაციის პროცესის წახალისება მედპერსონალს შორის და სამედიცინო დაწესებულების მეტი უსაფრთხოება როგორც პაციენტების, ისე თანამშრომლებისთვის.
„დღეისათვის ჩვენი პერსონალის 82%-ზე მეტი არის ვაქცინირებული, ეს პროცესი კიდევ გრძელდება და იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოსთვის 90%-იან ზღურბლს მივაღწევთ. ეს არის, პირველ რიგში, უსაფრთხოება პაციენტებისთვის, ვინაიდან პაციენტები, როდესაც მობრძანდებიან ჩვენს კლინიკაში, დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ აუცილებლად დახვდებათ ვაქცინირებული ექიმი და ექთანი, ვაქცინირებული ტექნიკური თუ დამხმარე პერსონალი“, – განაცხადა ჩხაიძემ.
COVID-19 - ბოლო ცნობები
როგორ მართავდა კოვიდ-პანდემიას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი – ანგარიში
კორონავირუსზე ვაქცინაცია საქართველოში 2021 წლის 15 მარტს დაიწყო, თუმცა მასობრივი ხასიათი 5 ივლისიდან მიიღო. ამ დროისათვის ქვეყანაში აცრილია 2.133.935 ადამიანი, სრულად ვაქცინირებულია 989.533 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 34,6%-ია.
ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ ვაქცინაციის მაჩვენებელი ძალზე დაბალია და პანდემიის დასამარცხებლად წლის ბოლოსთვის სულ მცირე 60% უნდა იყოს აცრილი.