თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი–ბარისახო–შატილის საავტომობილო გზაზე დიდთოვლობის გამო შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
გზის 66–106 კმ მონაკვეთზე (ბისო–შატილი) მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის.
გზის სხვა მონაკვეთებზე მოძრაობა თავისუფალია.