ახალქალაქი–კარწახის გზაზე უამინდობის გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

შეზღუდვა ტრანსპორტის გადაადგილებაზე თოვისა და ლიპყინულის გამო დაწესდა.
Sputnik
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი–კარწახის საავტომობილო გზის 1-36,5 კმ მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აიკრძალა, ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, ტრანსპორტის გადაადგილების აკრძალვა ინტენსიური თოვის, ლიპყინულის და ცუდი ხილვადობის გამო გახდა აუცილებელი.
საქართველო–რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე შეზღუდვები დაწესდა
ამ დროისათვის გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.