თბილისი, 25 ნოემბერი − Sputnik. იაკუტიელმა ბავშვებმა, რომლებიც გარეთ თამაშობდნენ მინუს 48 გრადუსზე, ბრიტანეთის მცხოვრებლები გააოგნა, იუწყება Daily Mail-ი.
გამოცემის ცნობით, ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია, როგორ ერთობიან კარუსელზე ბავშვები საშინელ ყინვაში, ვირუსულად იქცა − ყველაზე სახასიათო კომენტარით: „მაგათ რძეში ანტიფრიზი უნდა დაამატონ“.
გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიოს ყველაზე ცივ დასახლება ოიმიაკონში უმცროსკლასელები სკოლაში მანამ დადიან, სანამ ტემპერატურა მინუს 52 გრადუსს არ მიაღწევს, ხოლო უფროსკლასელები ვალდებული არიან გაკვეთილებს დაესწრონ, თუ ჰაერის ტემპერატურა მინუს 56 გრადუსამდე არ დაეცემა.