COVID-19 - ბოლო ცნობები

იაპონიაში „დელტა“ თავისით გაქრა: ცნობილია ვირუსის გადაგვარების მიზეზი

Sputnik
თბილისი, 25 ნოემბერი − Sputnik. იაპონიაში კორონავირუსი იმიტომ გაქრა, რომ ქვეყანაში გაფუჭებული „დელტა“ შტამი იყო გავრცელებული, განაცხადა ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის (აშშ) სისტემური ბიოლოგიის სკოლის პროფესორმა ანჩა ბარანოვამ.
პროფესორის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ იაპონიაში მხოლოდ „დელტა“ იყო გავრცელებული, მასში მუტაციები nsp14 პროტეინში დაგროვდა. ეს არის ცილა, რომელიც განსაზღვრავს კიდეც ვირუსის უნარს, გამოასწოროს მუტაციები. მაგრამ რადგან თავად nsp14 „გაფუჭდა“, მან ვერაფერი ვეღარ გამოასწორა. შესაბამისად, შეცდომებმა უკონტროლოდ დაიწყო გამრავლება და, ბოლოს და ბოლოს, ვირუსი გაქრა.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ანტისხეულების რა დონეა საკმარისი „დელტასგან“ სრულად დასაცავად: აკადემიკოსის განმარტება
ანჩა ბარანოვას განმარტებით, ამ ყველაფერს დაემატა ისიც, რომ, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, იაპონიაში არ დაფიქსირებულა კორონავირუსის შტამების მრავალფეროვნება (იქ ინდური შტამი დომინირებდა), კუნძულოვანი სახელმწიფო იზოლირებულია ბუნებრივად, ქვეყანაში მკაცრად იყო დაცული ანტიკორონავირუსული ზომები.
ბიოლოგის თქმით, შემთხვევები, როდესაც ვირუსი მუტაციის შედეგად გადაგვარდა, მეცნიერებს მანამდეც აქვთ აღწერილი. ასე შეიძლება მომხდარიყო 2003 წელსაც, როდესაც მწვავე რესპირატორულმა სინდრომმა SARS-მა იფეთქა.
მსოფლიო დღეს
აშშ-ში კორონავირუსის „დელტა“ შტამის ახალი სახესხვაობა დააფიქსირეს
იაპონიის ხელისუფლებამ 21 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის თვითლიკვიდაცია მოხდა, რასაც დაავადების შემთხვევების რაოდენობის მკვეთრი შემცირება მოჰყვა. როგორც გენეტიკის ეროვნული ინსტიტუტის პროფესორმა იტურო ინოუემ განმარტა, ეს ქვესახეობის გამუდმებული მუტაციების გამო მოხდა, რომლებმაც უბრალოდ „გააფუჭეს“ „დელტა“ შტამი.
თუმცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში ეჭვი ეპარებათ, რომ იაპონიაში შტამის თვითლიკვიდაცია შეიძლებოდა მომხდარიყო. როგორც ჯანმოში აცხადებენ, ვირუსის ასეთი სახეობის გაქრობა ნაკლებად სარწმუნოა, ვინაიდან სხვა ქვეყნებში ადამიანები ჯერ კიდევ ინფიცირდებიან მისით.