ყვითელი ამბები

პრინც ჰარის და მეგან მარკლს ღამით არ სძინავთ – ჰერცოგინია მიზეზზე საუბრობს

ცოტა ხნის წინ სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ცხოვრობენ ის და მისი მეუღლე პრინცი ჰარი და მათი ორი შვილი კალიფორნიაში.
Sputnik
მეგან მარკლი ელენ დეჯენერის შოუში იყო სტუმრად. პროჟექტორებში ბრწყინავდა და თავს ძალიან ჰარმონიულად გრძნობდა კამერების წინ. თითქოს დაავიწყდა, რომ მანამდე ილაპარაკა კონფიდენციალურობაზე და პაპარაცებისგან რაც შეიძლება შორს ყოფნის სურვილზე.
ყვითელი ამბები
მეგან მარკლი შოუბიზნესში ბრუნდება – ის ,,ელენ დეჯენერესის შოუში“ გამოჩნდა
მეგანმა ბავშვებზეც ისაუბრა. მან იხუმრა და თქვა, რომ ერთი ბავშვი მხოლოდ ჰობია, ხოლო ორი - ნამდვილი სამუშაო. ასეთი ფორმულირება, შესაძლოა, ბევრ ადამიანს ქედმაღლურად ან არასწორადაც კი მოეჩვენოს.
ჰერცოგინიამ თქვა, რომ ის და ჰარი ახლა უძილობას ებრძვიან, რადგან მათ ქალიშვილ ლილიბეტს, რომელიც ხუთი თვისაა, კბილები ამოსდის. სხვათა შორის, როდესაც წყვილს შეეძინა ვაჟი არჩი, პრინც ჰარის უფროსმა ძმამ, პრინცმა უილიამმა მასზე ხუმრობით თქვა, რომ ახლა ჰარისაც ეცოდინება უძილო ღამეების სიხარული. უილიამს სამი შვილი ჰყავს.
მეგანმა ასევე ისაუბრა მადლიერების დღის გეგმებზე. მას, ჰარის და ბავშვებს სურთ მშვიდი ოჯახური საღამო გაატარონ, თავად ჰერცოგინია კი ღუმელთან დადგება სადილის მოსამზადებლად.