ყვითელი ამბები

„30 წელია დაქორწინებული ვარ...“ - კიანუ რივზის მოულოდნელი აღიარება

Sputnik
ახლახან, 57 წლის კიანუ რივზი Esquire-ის გარეკანზე მოხვდა. მსახიობმა არაერთ თემაზე ისაუბრა, გაიხსენა მისი პარტნიორი, სანდრა ბალოკი და განაცხადა, რომ მასთან თანამშრომლობა სურს, რადგან მათ შორის საოცარი ქიმია ტრიალებდა.
კიანუ რივზმა თავის ოთხ კასკადიორს „როლექსის“ საათები აჩუქა – რა დაუჯდა მსახიობს გულუხვობა
კიანუ რივზის Esquire-ის გარეკანზე კიანუმ უაინონა რაიდერზეც ვრცელად ისაუბრა. მისი განცხადებით, ის მასზე ღმერთის წინაშე უკვე 30 წელია დაქორწინებულია. ამავეს აცხადებს რაიდერიც არაერთ ინტერვიუში.
„ჩვენ ნამდვილი ჯვრისწერის ცერემონია გვქონდა, კოპოლამ გადაღებისთვის ნამდვილი მღვდელი დაიქირავა და რიტუალიც წესისამებრ შედგა, ასე რომ ჩვენ უკვე 30 წელია დაქორწინებულები ვართ“, – აცხადებს უაინონა.
ცნობისთვის, როდესაც 1992 წელს ფილმ „დრაკულას“ იღებდნენ, უაინონა ჯონი დეპს ხვდებოდა. რაიდერსა და რივზს მუდამ თბილი და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა რომანი მათ შორის არ დადასტურებულა.