მსოფლიო დღეს

ჩინეთი და ირანი ერთობლივი წინააღმდეგობისთვის მზად არიან

Sputnik
თბილისი, 25 ნოემბერი − Sputnik. ჩინეთი მზადაა ირანთან ერთად გაუწიოს წინააღმდეგობა ცალმხრივი მოქმედებების პოლიტიკასა და დევნას, განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ ირანელ კოლეგა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანთან საუბრისას.
ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების დიალოგი ოთხშაბათს გაიმართა ვიდეოკონფერენციის ფორმატში.

„ჩინეთი არ აპირებს განვითარების საკუთარი მოდელის ექსპორტირებას, თუმცა იმედი აქვს, რომ მაგალითად იქცევა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა ირანი − ქვეყნებისთვის, რომლებსაც სურთ დააჩქარონ განვითარება და ამასთან შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა“, − განაცხადა ვან იმ.

მისი თქმით, „ჩინეთი მზადაა ირანთან თანამშრომლობისთვის, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს ნებისმიერ ცალმხრივი მოქმედებების პოლიტიკასა და დევნას, დაიცვას საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპი და ასევე საერთაშორისო სამართლიანობა და მიუკერძოებლობა“.
მსოფლიო დღეს
ვაშინგტონმა რუსეთი და ჩინეთი სამიტზე არ მიიწვია: გამოქვეყნდა 110 ქვეყნის სია
როგორც ვან იმ აღნიშნა, პეკინი აფასებს იმ ფაქტს, რომ ირანი მხარს უჭერს ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის მიერ წარმოდგენილ გლობალური განვითარების ინიციატივას. ამასთან ქვეყანა მზად არის, ირანთან ერთად იმუშაოს ორი ქვეყნის ურთიერთობების ყოველმხრივ განვითარებაზე, ხელი შეუწყოს სტრატეგიულ პარტნიორობაში ახალი შედეგების მიღწევას.
ამასთან ერთად ვან იმ აღნიშნა, რომ ჩინეთმა გადაწყვიტა ირანს ვაქცინების კიდევ ერთი პარტია გადასცეს, რათა „ირანელი ხალხის მიმართ მეგობრობა დაადასტუროს“.