COVID-19 - ბოლო ცნობები

„გაგებით ვეკიდებით“ – გრიბოედოვის თეატრის დირექტორი ახალ წესებზე

ნიკოლაი სვენტიცკი მიიჩნევს, რომ თეატრები ჯერჯერობით ზარალში იქნებიან.
Sputnik
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია კორონავირუსზე აუცრელი, ამიტომ ამ ახალ პირობებში ზარალზე მუშაობას თავს ვერ ავარიდებთ, განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ თბილისის გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეარის დირექტორმა ნიკოლაი სვენტიცკიმ.
საქართველოში 1 დეკემბრიდან თეატრების, კინოთეატრების, საკონცერტო დარბაზების სტუმრების რაოდენობა 30-დან 50 პროცენტამდე გაიზრდება. ამასთან მაყურებლებს „მწვანე პასპორტები“ უნდა ჰქონდეთ.
„თეატრებისთვის, რა თქმა უნდა, რთული იქნება, რადგან საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია აუცრელი. ამავე დროს, ამ გადაწყვეტილებას გაგებით ვეკიდებით, რადგან სახელმწიფო ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავს. ეს ასეა მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა სვენტიცკიმ.
ის იმედოვნებს, რომ ახალი შეზღუდვები სტიმული გახდება ვაქცინაციისთვის.
„ზარალი ჯერჯერობით იქნება. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ 1 დეკემბრიდან ყველა გაიქცევა ასაცრელად, რათა გრიბოედოვის თეატრში მოვიდეს. მაგრამ არის იმედი, რომ მოსახლეობის კიდევ რაღაც ნაწილი წავა ვაქცინაციაზე და მიხედავს თავის ჯანმრთელობას“, – აღნიშნა სვენტიცკიმ.
COVID-19 - ბოლო ცნობები
კინოთეატრებსა და თეატრებში მაყურებელთა რაოდენობა გაიზრდება
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსზე ორი დოზით ზრდასრული მოსახლეობის 34,5%-ია აცრილი. ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ ეს არასაკმარისია და პანდემიასთან გასამკლავებლად სულ მცირე 60% უნდა იყოს ვაქცინირებული.