სოციალური ქსელის, განსაკუთრებით კი „ინსტაგრამის“ მომხმარებლები ბათუმელ ფოტომოდელს მარიამ შუკაკიძეს უკვე კარგად იცნობენ. მარიამს „ინსტაგრამზე“ 1,3 მლნ-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს და მისი ფოტოები ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იწვევს.
ამჯერად მარიამი ახალ ფოტოებს აქვეყნებს და ხელმომწერებისგან, როგორც ყოველთვის, უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. „აი, ესაა სრულყოფილება, ანგელოზი ხარ“, „ულამაზესი გოგო“, „სასწაული ხარ“, – წერენ „ინსტაგრამზე“.
თავად მარიამმა კი მათ მიმართა და დაწერა, რომ საკუთარი ტანსაცმლის გაჩუქებას გეგმავს. მან განმარტა, რომ საჩუქრებს საკუთარ ხელმომწერებს გაუკეთებს. „ვისაც ვუყვარვარ და ყურადღებას იჩენს, კომენტარით თუ ლაიქით, მეც მინდა, რომ პატივი ვცე... აბა, სულელი ხომ არ ვარ, ვისაც არ მოვწონვარ, ისინი ვასაჩუქრო“, – დაწერა მარიამ შუკაკიძემ.
მარიამ შუკაკიძე და დავით ბოლქვაძე ბათუმში ცხოვრობენ. მათ ორი შვილი, მართა და მილენა ჰყავთ. მარიამ შუკაკიძე ყოფილი მოდელი და ამჟამად დიზაინერია, დათო ბოლქვაძე – მეზღვაური. ერთმანეთი 2017 წელს გაიცნეს და, როგორც თავად ამბობენ, ერთი ნახვით შეუყვარდათ.