თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომლებმაც ან მინიმუმამდე უნდა დაიყვანონ კომბოსტოს მოხმარება, ან სრულად უნდა ამოიღონ რაციონიდან, აცხადებს ენდოკრინოლოგი და დიეტოლოგი ნატალია ბოშაროვა.
3 ოქტომბერი 2021, 10:54
მისი თქმით, პირველ რიგში ეს შეზღუდვა ეხება მათ, ვისაც კუჭ-ნაწლავის სისტემის პრობლემები აწუხებს. ექიმმა განსაკუთრებულად გამოყო ენტეროკოლიტის შემთხვევა.
აკრძალვის მიზეზი — ეს არის უჯრედისი, რომელიც მინიმუმ შებერილობასა და მეტეორიზმს იწვევს, მაქსიმუმ — გამწვავებას.
„უხეში ბოჭკოები კომბოსტოს ძნელად გადასამუშავებელს ხდის. ბოსტნეული მავნებელია მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ოპერაცია აქვს გადატანილი და ახლა ორგანიზმი რეაბილიტაციას გადის. გარდა ამისა, კომბოსტო იკრძალება ორ წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაც“, — აცხადებს ექიმი.
მისი თქმით, კომბოსტო საზიანოა პანკრეატიტის დროსაც. ასეთი დიაგნოზის მქონეებს დღეში მხოლოდ 100 გრამი კომბოსტოს მიღება შეუძლიათ — ნედლი, მოხარშული თუ ჩაშუშული სახით.